"საქართველოს ბანკში" 23:00 საათიდან 10:00 საათამდე დღის დახურვის გამო შეუძლებელია შემდეგი ოპერაციების შესრულება: ლარის ბალანსის შევსება სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან და ინტერნეტ/მობაილ ბანკიდან, ასევე ლარის გადარიცხვა.

"თიბისი ბანკში" 23:00 საათიდან 00:30 საათამდე ტექნიკური სამუშაოების გამო შეუძლებელია შემდეგი ოპერაციების შესრულება: ლარის ბალანსის შევსება სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან და ინტერნეტ/მობაილ ბანკიდან, ასევე ლარის გადარიცხვა.

შეცდომით ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნება

თუ თანხა შეცდომით ჩარიცხე სხვა მომხმარებლის საფულეში, შეგვიძლია ვიშუამდგომლოთ მიმღებთან შენი თანხის დასაბრუნებლად. ამისათვის:

  • გამოგვიგზავნე წერილი ელ.ფოსტაზე: [email protected]
  • წერილში მოგვწერე შეცდომით ჩარიცხული თანხის ოდენობა, სასურველი მიმღების ელ.ფოსტა ან კოდი და იმ მომხმარებლის ელ.ფოსტა, რომელსაც თანხა შეცდომით ჩაურიცხე.
  • წერილს აუცილებლად დაურთე ჩარიცხვის ქვითარი.

ჩვენ მივმართავთ თანხის მიმღებს თხოვნით, დააბრუნოს შეცდომით ჩარიცხული თანხა. თუ მიმღები თანხის დაბრუნებაზე უარს განაცხადებს, თანხის გამგზავნს უფლება ექნება, იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, თუ 7 დღის განმავლობაში თანხის მიმღებთან დაკავშირება ვერ მოხერხდება, დაკავშირების მცდელობას შევწყვეტთ.

 

მუშა

სანდო

მოხერხებული


❤️ თბილისიდან
შპს კოინმანია
საიდენტიფიკაციო კოდი 405 189 166